вторник, 21 февраля 2017 г.

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი (აქტივობა მშობლებთან ერთად)




ინტერვიუ
თითოეული მშობელი 8 შეკითხვას გასცემს ზეპირად პასუხს.
ამ შეკითხვებს ბავშვებმა უკვე გასცეს პასუხები წერილობით წინა დღეს.
მშობლები შეკითხვას პასუხობენ ზეპირად და ამის შემდეგ ვუსმენთ შვილებს (ანუ რა უპასუხა წერილობით შვილმა იგივე კითხვაზე, თითო-თითო კითხვა და პასუხი)
ვნახავთ რამდენად ემთხვევა მათი აზრები და რამდენად იციან ერთმანეთის ემოციები...

კითხვები დედებისათვის
1. ჩემი დადებითი თვისება?
2. ჩემი უარყოფითი თვისება?
3. ჩემი საყვარელი კერძი?
4. ჩემი შვილის საყვარელი კერძი?
5. რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?
6. რით არის დაკავებული ჩემი შვილი თავისუფალ დროს?
7. რა მიხარებს მე გულს?
8. რით ვახარებ ჩემს შვილს?

კითხვები შვილებისათვის
1. დედაჩემის დადებითი თვისება?
2. დედაჩემის უარყოფითი თვისება?
3. დედაჩემის საყვარელი კერძი?
4. ჩემი საყვარელი კერძი?
5. რას აკეთებს დედაჩემი თავისუფალ დროს?
6. რისი გაკეთება მიყვარს მე თავისუფალ დროს?
7. რა უხარებს დედას გულს?
8. რით მახარებს დედა?

მზრუნველი და ჭკვიანი დედა 
სთხოვეთ მშობლებს დასხდნენ ჯგუფებად. (4 მცირე ჯგუფი) ჯგუფებს ვურიგებთ სიტუაციას. ისინი გაითამაშებენ როლებს სადაც უნდა გამოიჩინონ ზრუნვა და სიყვარული.
სიტუაცია პირველი
თქვენ იმყოფებით მაღაზიაში ბავშვი დაჟინებით გთხოვთ რაღაცის ყიდვას, თქვენ ფული არ გაქვთ.
სიტუაცია მეორე
ბავშვი კარგად ამეცადინეთ ტესტირების წინ, მაგრამ დაბალი შეფასება მიიღო.
სიტუაცია მესამე
დედა მიდის წვეულებაზე შვილს არ მოსწონს დედას რაც აცვია და სთხოვს სხვა რამის ჩაცმას. დედას არ უნდა გადაწყვეტილების შეცვლა.
სიტუაცია მეოთხე
თქვენ გააკეთეთ გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის წვნიანი. თქვენი შვილი არ ჭამს, თქვენ კი გინდათ რომ ბავშვმა მიიღოს ვიტამინებიანი საკვები.

აქტივობა
ბავშვები და დედები ერთად დაახასიათებენ სიყვარულს, როგორია, რასთან ასოცირდება, რა გვახსენდება სიტყვა _ სიყვარულის ხსენებისას...

მშობლებსა და მოსწავლეებს ვთხოვთ ფერადი ქაღალდების, ფანქრების, წებოს, მაკრატლის, სტიკერების დახმარებით ააგონ სიყვარულის სახლი და გააფორმონ ნახატებით, სიყვარულის სიმბოლოებით და იმ სიტყვების საშუალებით, რომლებიც სიყვარულის დახასიათების დროს ჩამოთვალეს.
მოაწყვეთ ნამუშევრების პრეზენტაცია.

вторник, 3 марта 2009 г.

გადავწყვიტეთ 3 მარტი დედებისთვის ასე მიგველოცა. დედები მოვიწვიეთ კლასში და ბავშვებთან ერთად მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. დედები და შვილები ძალიან ბედნიერები იყვნენ ერთად ყოფნით.
დედებმა მოუსმინეს თავისი შვილების აზრებს მათზე, გაითამაშეს როლური სიტუაციები, ააშენეს "სიყვარულის სახლი" და ეს უფრო მეტად საინტერესო გამოდგა, ვიდრე ვიფიქრებდით...
(გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა აქტივობები "ფასეულობითი განათლებიდან" )

აი ასეთი გაკვეთილი გვქონდა!

მშობლები თამაშობენ სიტუაციებს და ძალიან კარგადაც გამოსდით


ეს ჩვენს მიერ გაკეთებული მისალოცებია


ახლა დავიწყეთ "სიყვარულის სახლის" აშენება











აი ასეთი გამოვიდა ჩვენი "სიყვარულის სახლები"!